სტუდენტებისა და განათლების მინისტრის მოადგილის შეხვედრა გადაიდო. მიზეზი უცნობია.
განათლების სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა სადაც ირწმუნებოდა, რომ ინფორმაცია, თითქოს ანტირუსულ აქციებში მონაწილე სტუდენტები უწყებაში დაიბარეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
სამინისტრო აცხადებდა, რომ თავად ახალგაზრდების ინიციატივა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა, რასაც სამინისტრო დათანხმდა.
როგორც ცნობილია სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 7-8 მარტის აქციებზე სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტები ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახური გამოკითხვაზე სტუდენტებსაც იბარებს და რამდენიმე ახალგაზრდა უკვე გამოკითხეს.