"მარო მაყაშვილის სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც წყლის ჭავლზე ცეკვავდა" | გიორგი კეკელიძე

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც მარო მაყაშვილის სახელობის იქნება. 

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, ამ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა.

"გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც მარო მაყაშვილის სახელობის იქნება. პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა - ტაიკვანდოს ოსტატი და კარგი მოსწავლე. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული თანაგანცდის ნაბიჯი მისი თაობის მიმართ და იგულისხმებს ერთი წლის მანძილზე გარკვეულ წახალისებას სწავლის მიმართულებით", - წერს გიორგი კეკელიძე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი