დროა საქართველოს მმართველმა პარტიამ ქვეყანაში შესვლის კანონი გამოსცეს: ანტიპუტინისტი რუსების შესვლა აკრძალულია - "დოჟდის" ჟურნალისტი

გამოქვეყნდა:

რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ალექსანდრ შვედჩენკოს საქართველოში არშემოშვებას მისი კოლეგა და "დოჟდის" კორესპონდენტი ანა მონგაიტი "ტელეგრამ" არხით ეხმაურება.

"ჩვენი კორესპონდენტი საშა შევჩენკო არ შეუშვეს საქართველოში, სადაც ის ცხოვრობს. საშა რიგადან გაფრინდა, სადაც 10 დღე გაატარა. დეპორტაციის შესახებ განცხადება მან 15 წუთში მიიღო. როგორც ყოველთვის, კონკრეტული ახსნა-განმარტების გარეშე. მეჩვენება, რომ დროა, საქართველოს მმართველმა პარტიამ ქვეყანაში შესვლის შესახებ ოფიციალური კანონი გამოსცეს, სადაც მითითებული იქნება: ანტიპუტინისტ, დემოკრატიული შეხედულებების მქონე რუსების შესვლა აკრძალულია. ყველაფერი მაშინვე გაირკვეოდა და არცერთი ჩვენგანი არ დახარჯავდა ფულს ბილეთებზე. მართალი გითხრათ, ძალიან მენატრება საქართველო და ეს მორიგი უსამართლობა საშინლად მაწუხებს" წერს მონგაიტი.

შეგახსენებთ, რუსული ოპოზიციური მედიის, "დოჟდის" ჟურნალისტი საქართველოში გუშინ არ შემოუშვეს და ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი