საქართველოში კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი არ შემოუშვეს

გამოქვეყნდა:

"რუსული ოპოზიციური მედიის, "დოჟდის" ჟურნალისტი, ალექსანდრ შვედჩენკო საქართველოში არ შემოუშვეს", - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემის ხელმძღვანელი, ეკატერინე კოტრიკაძე ავრცელებს. 

კოტრიკაძის ცნობით, ჟურნალისტისთვის შეშვებაზე უარის თქმის მიზეზი არ განუმარტავთ და იგი თვითმფრინავში დააბრუნეს. 

"დოჟდის ჟურნალისტი ალექსანდრ შვედჩენკო საქართველოში არ შეუშვეს. მიზეზის ახსნის გარეშე. ახლა მას თვითმფრინავზე აბრუნებენ", - წერს კოტრიკაძე.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტს საქართველოში არ უშვებენ. 20 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს "დოჟდის" მთავარ რედაქტორს, ფილიპ ძიადკოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი