მეტროსადგური "გოცირიძე" დაახლოებით ერთ კვირაში გაიხსნება - ხმალაძე 

გამოქვეყნდა:

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ მეტროსადგური "გოცირიძე" დაახლოებით ერთ კვირაში გაიხსნება. კომენტარს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. 

ხმალაძე ამბობს, რომ ახლა მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები.

„ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე ვართ, დღეს ვიღებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან დასკვნას, სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც გადაიგზავნება ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ზედამხედველობის ინსპექციაში. ჩემი ვარაუდით, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ექსპლუატაციაში უნდა მივიღოთ და გავხსნათ „გოცირიძის“ მეტრო“, - თქვა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი განცხადება არ არის, როცა მერია მეტროსადგურის გახსნის სავარაუდოდ თარიღად "კვირის ბოლოს" ასახელებს.  2 მარტს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ "მეტრო „გოცირიძე“ გაიხსენებოდა "სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოს".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი