სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სოფელ ბახვში “TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სსკ154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
შეგახსენებთ, ბახვში ალტ-ინფოს გურიის ორგანიზაციის ლიდერმა მამუკა ანდღულაძემ TV პირველის ჟურნალისტ ნატო გოგელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ანდღულაძემ გოგელიას დაუმტვრია ტელეფონი და აპარატურაც.