ეკონომიკური თავისუფლების ჰერიტიჯის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილზეა (176 ქვეყანას შორის) 68.7 ქულით. კვლევა 2 მარტს გამოქვეყნდა.
მონაცემების თანახმად, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ქულა 3.1 პუნქტით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი ვარდნაა.
საქართველომ მეტწილად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფიდან ზომიერად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში ჩამოინაცვლა. ბოლო 2 წელიწადში კი ქვეყნის ქულა 8.5-ით შემცირდა.
საქართველოს ქულები შეფასების 12 კრიტერიუმიდან 8-ში შემცირდა, 2-ში უცვლელი დარჩა, 2-ში კი გაუმჯობესდა.