ოკუპანტ სახელმწიფოზე დამოკიდებულება რეკორდულად არის გაზრდილი - რუსეთიდან ფულადი გზავნილები ბოლო ერთ წელში 8-ჯერ გაიზარდა. ეკონომისტები სახიფათო ტენდენციაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ არ კონტროლდება სად მიდის ფული, რომელიც რუსეთიდან ირიცხება.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ თანხის დიდი ნაწილი რუსული გავლენის გაძლიერებას ხმარდებოდეს და ხელისუფლება ამ პროცესს არაფერს უპირიპირებს. პარალელურად რუსეთის მოქალაქეები სულ უფრო იმყარებენ პოზიციებს საქართველოში, განაგრძობენ ბიზნეს საქმიანობას და მასობრივად ყიდულობენ უძრავ ქონებას საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად.
ავტორი: ნინიკო გიგაური