როგორც ESPN-ის ინსაიდერი ედრიან ვოჟნაროვსკი იტყობინება, ტომ ტიბოდო „ნიუ-იორკ ნიქსთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ტიბოდო ამ პოზიციაზე მაიკ მილერს შეცვლის, რომელიც დევიდ ფიზდეილის დათხოვნის შემდეგ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ითვლებოდა.
„ნიუ იორკ ნიქსი“ უკვე წლებია, ვერ ახერხებს კონკურენტუნარიანი გუნდი იყოს.
ტომ ტიბოდო ბოლო 4 წლის განმავლობაში ის მეხუთე მწვრთნელი იქნება დერეკ ფიშერის, კურტ რემბისის, ჯეფ ჰორნაჩეკის და დევიდ ფიზდეილის შემდეგ.
ტომ ტიბოდო წლების განმავლობაში ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. 2010-2019 წლებში კი, ორი გუნდის მთავარი მწვრთნელი: 2010-2015 წლებში „ჩიკაგო ბულსის“, ხოლო 2016-2019-ში „მინესოტა ტიმბერვულვზი“.
2011 წელს ტიბოდო რეგულარული სეზონის წლის მწვრთნელად იქნა აღიარებული.