პანკისელ ქალს, რომელსაც 4 დღეა ქვეყანაში არ უშვებენ, მესაზღვრეებმა ტელეფონი ჩამოართვეს

გამოქვეყნდა:

პანკისელ ქალს, რომელიც მესაზღვრეებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააყოვნეს, მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.

23 წლის ლეილა ქავთაროვასა და მის მცირეწლოვან შვილს უკვე მეოთხე დღეა ქვეყანაში არ უშვებენ. მიზეზი ოჯახის წევრებისთვის უცნობია.  ქალის მეუღლე ამბობს, რომ დღეს დილიდან მასთან კონტაქტი ვეღარ ხერხდება. 

"მესაზღვრეებს უთქვამთ,  ჟურნალისტებს ინტერვიუებს აძლევ და მობილურს ამის გამო გართმევთო. მე ახლაც ქუთაისში ვარ და იქ არ მიშვებენ, მეუბნებიან, კარგად არიანო. როგორც ვიცი, ტელეფონის ჩამორთმევის უფლება არ ჰქონდათ, ეს კანონდარღვევაა"  -ამბობს ბექა ტოხოსაშვილი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქავთაროვას შეყოვნების გამო, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა.

თავად ლეილა ქავთაროვა "მთავარ არხთან" აცხადებდა, რომ მისთვის უწყებას არ აუხსნია, რატომ შეეზღუდა საზღვრის კვეთის უფლება. მისივე ინფორმაციით, ფრენა 18 მარტს არის და უკან უნდა დაბრუნდეს. წარმოშობით დუისელი ქალი რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეა. ის  საქართველოში მეუღლესთან საფრანგეთიდან  ბრუნდებოდა.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი