ჯერ დაუსრულებელი პროექტები უკვე ინგრევა - გზები და ხიდები, რომლებიც ბუნებრივ მოვლენებს ვერ უძლებს

გამოქვეყნდა:

მილიონობით დახარჯული ლარი, სანაცვლოდ მიღებული  დანგრეული, ჩანგრეული და ჩამონგრეული სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები.  3 კვირის ინტერვალით სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ხიდი ჩაინგრა, უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ფერდი ჩამოიშალა, რამაც იქვე მდებარე ახლად აშენებული გვირაბიც დააზიანა. ორივე მიმდინარე პროექტია, ჯერ არ დასრულებულა და უკვე ინგრევა. 

"ოცნების"  ხელისუფლება თავს იმართლებს და იგივე რიტორიკას აგრძელებს რომ ახლადაშენებული გზების ნგრევა ბუნებრივი  მოვლენების ბრალია. ხიდის რამდენიმე მეტრიანი მონაკვეთის  ჩანგრევა ადიდებულ რიონს დაბრალდა, ფერდის ჩამოშლა კი მეწყრულ პროცესს. 

ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობაზე მილიარდები უკვე დახარჯულია.  სპეციალისტები ვარაუდობენ რომ მშენებლობა იქ  დამატებითი კვლევების ჩატარების გარეშე მიმდინარეობს.  არაკომპეტენტურობა, კორუფცია თუ უპასუხისმგებლოდ შესრულებული სამუშაოები? ფაქტი ერთია, ქვეყანამ უხარისხოდ აგებული გვირაბები და ხიდები მიიღო, რაც ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხეს ქმნის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი