პოლონელი ექიმები მზად არიან სპეცრეისით ჩამოვიდნენ, თვითმფრინავი იქნება აღჭურვილი ყველანაირი აპარატურით - ალასანია

გამოქვეყნდა:

როდის მიეცემათ პოლონელ ექიმებს მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება ისევ უცნობია. მესამე პრეზიდენტთან ცოტა ხნის წინ ვივა მედში მივიდა  გიული ალასანია, რომელიც აცხადებს რომ პოლონელი ექიმების საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია:

"2 კვირაზე მეტია მესმის, რომ ისინი მზად არიან, მზად აქვთ თვითმფრინავი, სპეცრეისით ჩამოვლენ, თვითმფრინავი იქნება აღჭურვილი ყველანაირი აპარატურით რაც საჭიროა და ა.შ. მაგარ ამის იქით არაფერი არ ვიცი" ამბობს ალასანია.

 იუსტიციის სამინისტროში ამ დრომდე ამბობენ, რომ პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, რომ მოწვეულმა ექიმმა უმკურნალოს მიხეილ სააკაშვილს, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ პოლონელმა ექიმებმა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ.

იხილეთ ასევე:


 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი