მოგვეცით უფლება სააკაშვილს დაუყოვნებლივ გავუწიოთ სამედიცინო დახმარება - ბეატა შიდლო საქართველოს მთავრობას

გამოქვეყნდა:

პოლონეთის ყოფილი პრემიერი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, მისცენ პოლონურ მხარეს მესამე პრეზიდენტისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის საშუალება. ბეატა შიდლო "ტვიტერზე" წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იმსახურებს იმ ვითარებას, რომელშიც ის ახლა იმყოფება.

"პრეზიდენტი სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ იმსახურებს სიტუაციას, რომელშიც ის ახლა იმყოფება. სწორედ მისი ძალისხმევის დამსაურებაა ქართველი ხალხის დამოუკიდებლობა. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას მისცეს პოლონურ მხარეს უფლება, სააკაშვილს დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს. პოლონეთი ამისთვის მზად არის", - წერს პოლონეთის ყოფილი პრემიერი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი