სტუდენტები საპოლიციო რეჟიმის წინააღმდეგ - ახალგაზრდები თსუ-ის რექტორს ხვდებიან

გამოქვეყნდა:

სტუდენტები საპოლიციო რეჟიმს აპროტესტებენ - ახალგაზრდები  ბაგების საერთო საცხოვრებელში პოლიციის შესვლის ფაქტზე განმარტებებს საჯაროდ მოითხოვენ.  მათთვის მიუღებელია  აკადემიურ სივრცეში, სამართალდამცველების მიერ თვითნებური ქმედებები. 

იყო თუ არა ეს მუქარა და ძალის დემონსტრირება? ახალგაზრდები კითხვებზე პასუხს სასწავლებლისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვენ. ამ წუთებში ისინი უნივერსიტეტის რექტორს ხვდებიან და ჯაბა სამუშიასგან ითხოვენ ახსნა - განმარტებას.

ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში შესვლასთან დაკავშირებით, შსს-მ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ  მართლწესრიგის ოფიცრები გეგმიურ საქმიანობას აწარმოებდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი