"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა" და ფეხბურთის ფედერაციას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა 

გამოქვეყნდა:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს შორის მრავალწლიანი  თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. 

ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გუშინ გაიმართა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ მოაწერეს.

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია", ხელშეკრულების თანახმად, განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსის მფლობელია. აღნიშნული სტატუსით "კოკა-კოლას" ბრენდის ინტეგრირება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების, ვაჟთა ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდისა და სფფ-ის საფეხბურთო აკადემიებთან მოხდება.

ქართულ ბაზარზე ამ მსოფლიო ბრენდის ოპერირების 30-წლიანი ისტორიის მანძილზე ასეთი მასშტაბისა და სიდიდის ურთიერთთანამშრომლობის დაფიქსირება მეორედ ხდება. სფფ-ისა და "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულება ფინანსურად უპრეცედენტოა.

თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიება გალა ვახშმის ფორმატში თბილისში გუშინ გაიმართა და მას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი