ბატონმა თენგიზმა გამოაქვეყნა წერილი და დასვა კითხვები, მეტი კომენტარი ამ არ იქნება - ეზუგბაია

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის და ამჟამად საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს მისამართით გამოქვეყნებულ წერილზე დამატებითი კომენტარი არ გაკეთდება. ამ თემაზე ეზუგბაიამ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.

ბატონმა თენგიზმა Facebook-ზე გამოაქვეყნა წერილი და დასვა კითხვები, დამთავრდა. მეტ კომენტარს ალბათ ბატონი თენგიზი არ გააკეთებს. მე ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ, რადგან წერილი მე არ გამომიქვეყნებია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით მეტი არ იქნება, - თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს სახელით წერილი სახელწოდებით "რა გაუკეთა და რა გაუფუჭა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბატონმა დავით სერგეენკომ ქართულ მედიცინას?"  Facebook-ზე გუშინ გამოქვეყნდა. წერილის ავტორები დავით სერგეენკოს ბრალდებას უყენებენ და პირდაპირ წერენ, რომ სწორედ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, სრულიად გამიზნულად მიიყვანა მათი სამედიცინო დაწესებულება განადგურების პირას. ცენტრის ხელმძღვანელობა ყოფილი მინისტრისგან პასუხის გაცემას ითხოვს, თუ რა წვლილი შეიტანა სერგეენკო იმაში, რომ ცენტრს, მის პერსონალსა და პაციენტებს დღესაც უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა და ასევე, კონკრეტულ პასუხს ითხოვენ, განმარტოს, რა დამსახურება აქვს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ინიცირებასა და განხორციელებაში .

წერილის ავტორები ამბობენ, რომ მათი შემდგომი ნაბიჯები ყოფილი მინისტრის პასუხზე იქნება დამოკიდებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი