"ბერბოკთან შეხვედრა გაფილტრულია" - მარტის აქციებში მონაწილე სტუდენტებმა გერმანიის საელჩოს წერილით მიმართეს

გამოქვეყნდა:

სტუდენტებს ეჭვი აქვთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან აუდინეციას "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთა დაესწრება.

რამდენიმე წუთის წინ სტუდენტებმა გერმანიის საელჩოში ვრცელი წერილი შეიტანეს. ამ წერილში აღნიშნულია, რომ აქვთ გონივრული ეჭვი, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ახალგაზრდებს, რომლებიც 7-8 მარტს რუსულ კანონს აპროტესტებდნენ მინისტრთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცემენ. 

"წერილში წერია, რომ შეხვედრა, რომელიც ტარდება დღეს სტუდენტებთან, არის გაფილტრული, შესაბამისად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინსიტრი ვერ მიიღებს რეალურ ინფორმაციას, რომელიც მას აინტერესებს და რის გამოც საქართველოსი ჩამოვიდა, ჩვენ ვამბობთ, რომ თუ იქნება შესაძლებელი,დაგვიშვან შეხვედრაზე, რომელზეც მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას და კრიტიკულად განწყობილ სტუდენტების აზრს უკეთე დავაფიქსირებთ",- ამბობენ სტუდენტები. 

სტუდენტები ამბობენ, რომ ამ დრომდე არ საჯაროვდება ინფორმაცია, კონკრეტულად რომელ სტუდენტებს ახვედრებენ ანალენა ბერბოკს. მათი თქმით, მათ შორის, ილიას სახელმწიფო უნოვერსიტეტის თვითმმართველობაშიც კი არ აქვთ ინფორმაცია, ვის შეახვედრებენ გერმანის ნომერ პირველ დიპლომატს. 

შეგახსენებთ, რომ ქართველ სტუდენტებთან შეხვედრის ინიციატივა და სურვილი თავად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი