სტუდენტები ეჭვობენ, რომ ბერბოკს "ოცნების" ახალგაზრდულ ფრთას შეახვედრებენ - ისინი დღეს გერმანიის საელჩოსთან შეიკრიბებიან

გამოქვეყნდა:

ცნობილია გერმანელი პოლიტიკოსი სტუდენტებსაც შეხვდება, ამის სრუვილი თავად ანალენა ბერბოკმა გამოთქვა. თუმცა ვინ ვინ მივა შეხვედრაზე უცნობია.

სტუდენტებს ეჭვი აქვთ, რომ აუდიენციას "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთა დაესწრება, ამიტომ დღეს გერმანიის საელჩოსთან შეიკრიბებიან და დიპლომატიურ უწყებას წერილს გადასცემენ - მოთხოვნით მიეცეთ ანალენა ბერბოკთან შეხვედრის საშუალება. 

"რადგან ეს თემა არის ასე დახურული და ოფიციალური განცხადება არ კეთდება, რატომ უნდა იყოს შეხვედრა დახურული, ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ შეხვედრას დაესწრება "ქართული ოცნების" ახალგაზრდულის წევრები. რადგან შეხვედრა ეხება - როგორ ხედავენ სტუდენტები საქართველოს განვითარებას. დიდი ალბათობით "ოცნება" გააკეთებს ყველაფერს, რომ შეხვდეს ის სტუდენტები, რომლებიც გაატარებენ პარტიულ აზრებსა და შეხედულებებს" ,- ამბობს ლაზარე ორდენიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. 

ცნობისთვის, ანალენა ბერბოკმა უკვე დაიწყო სამუშაო შეხვედრები, ის ამჟამად არასამთავრობო სექტორს ხვდება. აუდიენცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოფისში იმართება.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი