შეწყდეს კარატეს ფედერაციის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა - სპორტსმენების პროტესტი წულუკიანს

გამოქვეყნდა:

შეწყდეს კარატეს ფედერაციის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, შეწყდეს ფედერაციაში განხეთქილების შემოტანა, შეწყდეს ფედერაციის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, სიმართლისთვის შეუსაბამო ცნობების გავრცელება და მოხდეს ფედერაციისთვის კუთვნილი დაფინანსების აღდგენა - საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ წულუკიანის უწყებასთნ აქცია გამართა. 

ფედერაციის ცნობით, აქციაში მონაწილეობა მიიღეს ფედერაციის წევრებმა, სპორტსმენებმა, მწვრთნელებმა, მსაჯებმა, აგრეთვე ფედერაციაში შემავალმა კლუბებმა, რეგიონალურმა და სტილობრივმა ფედერაციებმა.

აქციის მონაწილეებმა მოთხოვნები წერილობითი ფორმით დაუტოვეს წულუკიანს. ისინი პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც მოუწოდებენ, დაინტერესდნენ მათი პრობლემებით.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი