ინგლისის პრემიერლიგის "ბინადრის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გუნდმა ადამ ლალანასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ადამ ლალანა 2014 წელს ლივერპულმა საუთჰემპტონიდან შეიძინა და მან კლუბში 6 წელი გაატარა. გასულ სეზონზე ლივერპულის შემადგენლობაში ლალანას მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა, ჯამში 22 თამაში ჩაატარა, აქედან მხოლოდ სამი სასტარტო შემადგენლობაში.
32 წლის ფეხბურთელს ინგლისის ნაკრებში 34 თამაში აქვს ჩატარებული.