BBC-ის ცნობით, ამერიკის ბეისბოლის მთავარი ლიგის გუნდის "მაიამი მერლინსის" 14 მოთამაშე და აგრეთვე გუნდის სტაფის წევრები კორონავირუსით დაინფიცირდნენ. მაიამის გუნდის მოთამაშეები იზოლაციაში გადავიდნენ.
მაიამის MLB-ის ლიგის კალენდარული ტურის მატჩი უნდა ეთამაშა "ბალტიმორ ორიოლსის" წინააღმდეგ, თუმცა თამაში გაუქმდა.
ასევე გაუქმდა შეხვედრა ფილადელფია "ფილის" და ნიუ-იორკ "იანკიზს" შორის, მიზეზი ისაა, რომ ფილადელფიამ წინა დღით, სწორედ, მაიამის წინააღმდეგ ითამაშა.
MLB-ის ლიგა ოთხი დღეა, რაც დაიწყო. წესით, ლიგა ოთხი თვის წინ უნდა დაწყებული, მაგრამ კორონავირუსის გამო ოთხი თვით გადაიდო.