თუ საჭირო გახდა, მე წარმოვადგენ თითოეული იმ წინადადების არგუმენტებს, რომელიც ჩემს განცხადებაში არის - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი დავით სერგეენკოს წინააღმდეგ მორიგ განცხადებას აკეთებს.
თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის ყოფილ მინისტრთან მწვავე საუბარი 7 წლის განმავლობაში არაერთხელ ჰქონია, თუმცა საკითხის გასაჯაროება ახლა გადაწყვიტა.
„ეს დრო პოსტის დასადებად ავირჩიე, თორემ მე ამ რიტორიკით მივმართავდი 7 წლის განმავლობაში და შემდეგაც. თქვენ რომ ნახოთ ჩვენი მიმოწერა, გაცილებით უფრო მწვავე და კატეგორიულია. რისი თქმაც მინდოდა, წერილში ძალიან მკაფიოდ ჩამოვაყალიბე და მკაფიოდ დავუსვი ბატონ სერგეენკოს კითხვები. ამ ეტაპზე არანაირ დამატებით კომენტარს ამ საკითხზე არ გავაკეთებ. თუ საჭირო გახდა, მე წარმოვადგენ თითოეული იმ წინადადების არგუმენტებს, რომელიც ჩემს განცხადებაში არის" ამბობს ცერცვაძე, რომელიც დავით სერგეენკოს საავადმყოფოს განადგურებაში ადანაშაულებს.
მწვავე წერილი ცერცვაძემ გუშინ, 27 ივლისს facebook-ით გაავრცელა. ინფექციურის ხელმძღვანელი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის იმ განცხადებებმა გააღიზიანა, რომელიც სერგეენკომ რამდენიმე დღის წინ გააკეთა; დავით სერგეენკო მისივე მინისტრობის დროინდელ პროგრამებზე საუბრობდა, როგორც წარმატებულ პროექტებზე