ჩემ სახლში მამაჩემთან ერთად ვიმყოფები, არანაირი დალურჯება არ მაქვს - თათია სამხარაძე ვიდეოს ავრცელებს

გამოქვეყნდა:

თათია სამხარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე,  POS TV-ის ეთერის პასუხად საკუთარი სახლიდან ავრცელებს ვიდეოს და აცხადებს, რომ სახეზე დალურჯებები არ აქვს:  

ჩემი სახლიდან, სადაც მამაჩემთან ერთად ვიმყოფები, ვწერ ვიდეოს, მაშინ როცა პოს ტივიზე გადის გადაცემა, სადაც ლაპარაკობენ, რომ თითქოს ვიმყოფები დიმა ჩიქოვანის სახლში და იქიდან ვერ გამოვდივარ იმიტომ, რომ მაქვს დალურჯებები, არანაირი დალურჯება როგორც ხედავთ არ მაქვს" ამბობს სამხარაძე.

ის საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავს,  დაინტერესდეს მისი საქმით:

"გაავრცელეთ!!! 
ამათ უნამუსობას არ აქვს საზღვარი! 
პოსტივი ლაივში ახალა მსჯელობს, რატომ არ გამოვდივარ დიმა ჩიქოვანის სახლიდან, მათი ვერსიაა რომ მაქვს დალურჯებები! 
მინდოდა პირდაპირ სასამართლოში წამეღო ყველა მასალა, მაგრამ ყელში მაქვს უკვე ეს ბინძური კამპანია!! 
პ.ს. ბოდიში აღელვებული ვარ საშინლად!
მივმართავ აქვე საქართველოს სახალხო დამცველს , იქნებ დაინტერესდეს რა ტერორის ქვეშ მიწევს ცხოვრება და როგორ მანადგურებს სახელმწიფო, პოსტივის საშუალებით!" წერს სამხარაძე.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ, ენმ-ის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, წერეთლის გამზირზე, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. მასთან  პოლიცია POS TV-ის მიერ, 112-ში განხორციელებულო ზარის შემდეგ მივიდა. უწყებაში "ჟურნალისტმა" ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ,  სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა.  

შსს-მ გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაიწყო, თუმცა სამართალდამცველებმა დანაშაულის ნიშნები ვერ ნახეს და შესაბამისად დაკავებულიც არავინაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი