"POS TV-ის" ზარის გამო, დიმიტრი ჩიქოვანის სახლი პოლიციამ გაჩხრიკა | მათი მტკიცებით, ჩიქოვანმა თათია სამხარაძე გაიტაცა

გამოქვეყნდა:

წერეთლის გამზირზე, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა - "ნაციონალური მოძრაობის" წევრის საცხოვრებელ სახლში პოლიცია "POS TV-ის" მიერ 112-ში განხორციელებულო ზარის შემდეგ მივიდა.

უწყებაში ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ფორმულას დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ სავარაუდოდ თათია სამხარაძე გაიტაცა და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. ადგილზე გამოცხადდა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. სახლში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობა, თუმცა სამართალდამცველებმა ვერანაირი მტკიცებულება ვერ იპოვეს. 

აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციის მისვლის დროს საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდნენ გადამღები ჯგუფები "პოს ტვ-დან" და "იმედიდან". 

თვითმხილველები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა დანაშაულის ნიშანი ვერ აღმოაჩინეს, ნათია ბერიძე პროვოკაციის მოწყობასაც შეეცადა. 

"შეგნებული პროვოკაცია. ზოგიერთი ჟურნალისტის თუ ვისი მხრიდან, მაგრამ ეს არის ცრუ დასმენა და შეგნებული პროვოკაცია, მოწყობილი დიმა ჩიქოვანის მიმართ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია. "პოს ტვ-ის" სუს-ის და ამ რეჟიმის სხვა წარმომადგენლების მიერ ერთობლივად ორგანიზებული პროვოკაცია" ,- თქვა პეტრე ცისკარიშვილმა ენმ-ის წევრმა 

ჩიქოვანისა და თათია სამხარაძის უფლებადამცველების თქმით, გამოძიებამ დანაშაულის ვერავითარი ნიშანი ვერ დაადგინა და ეს შალვა რამიშვილის ტელევიზიის მხრიდან პროვოკაციის მცდელობა იყო.

"რაიმე დანაშაულს გატაცებას, იძულებას, ძალადობას, ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ეს იყო აბსურდული ცრუ დასმენა. ეს იყო პროვოკაცია კონკრეტული ტელევიზიის მიერ წარმოებული პროპაგანდისტული მიზნებით. დეტალებზე, საქმეზე ვერც ვისაუბრებ,იმიტომ, რომ საქმე არ არსებობს სინამდვილეში. არ არსებობს არანაირი დანაშაული. მთელი პოლიციის მობილიზება და პროცედურები ემსახურებოდა სამთავრობო ტელევიზიის პროპაგანდას",- თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, მომხდარზე საქმე აღიძრა ორი მუხლით: ძალადობა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, თუმცა ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი