ბათუმში წიწაკის სპრეი კლასში სავარაუდოდ, მოსწავლემ გაუშვა - სკოლიდან კლინიკაში გადაყვანილების მდგომარეობა სტაბილურია

გამოქვეყნდა:

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის 10-მდე მოსწავლისა და ერთი მასწავლებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში 2 საათის წინ გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მათ კლინიკიდან რამდენიმე საათში გაწერენ.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოსწავლემ კლასში წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც, მასწავლებლები და რამდენიმე მოსწავლე შეუძლოდ გახდა.

ადგილზე სასწრაფო სკოლის დირექტორმა გამოიძახა. მისი თქმით, ჯერჯერობით მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია და ადგილზე პოლიცია მუშაობს.

"პრევენციის მიზნით გამოვძახეთ სასწრაფო დახმარება, ცოტა ხანში მანდატურსაც ჰქონდა სუნთქვის უკმარისობის ნიშნები და სასწრაფო დახმარებამ შესაბამისი მოხმარება გაუწია მასწავლებელს და მანდატურს და გადაიყვანა საავადმყოფოში. როგორც კი ჩვენ შევნიშნეთ, რომ ბავშვებს გაუჩნდათ დისკომფორტი და თავის ტკივილი, ასევე პრევენციის მიზნით, მშობლების ინფორმირების შემდგომ, გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება.

ჩვენ პოლიცია გამოვიძახეთ და იმედი მაქვს, რომ საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდება რამ გამოიწვია ეს", - თქვა სკოლის დირექტორმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი