ფასები იზრდება, შემოსავლები მცირდება - ეკონომიკა კატასტროფის ზღვარზე

გამოქვეყნდა:

გაღატაკებული და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ხალხი ეკონომიკური კრიზისის პირისპირ - უმძიმესი ვითარების ფონზე, ეროვნული ვალუტა კვლავ უფასურდება, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ჯიბეზე.

მარკეტებსა და ბაზრებში მისულ ხალხს, ხშირ შემთხვევებში, სახლში ხელცარიელებს უწევთ დაბრუნება. ფასები იმდენადაა გაზრდილი, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, როგორ არჩინოს საკუთარი ოჯახი. ციფრებში ასახული ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კატასტროფის ზღვარზეა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე თვეში, წლიური ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება და 6.1%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის შემოსავლები, ფასების ზრდის პარალელურად, მცირდება. ინფლაციაზე გავლენა პროდუქტების ფასების ზრდამაც განაპირობა.

ხილსა და ყურძენზე ფასებმა 46.5%-ით, რძეზე, ყველსა და კვერცხზე კი 17.2%-ით მოიმატა. ფასები 16%-ით გაიზარდა თევზეულზეც

გაძვირებული ფასების გამო, მოსახლეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტს ვეღარ ყიდულობს. შესაბამისად, მყიდველების ნაკლებობას განიცდიან მოვაჭრეებიც. პანდემიის გამო ისედაც დაზარალებულები ოჯახების რჩენას მწირი შემოსავლით ვერ ახერხებენ და ამბობენ, რომ ხშირად გასაყიდი პროდუქცია უფუჭდებათ და სხვა გზა რომ აღარ აქვთ, ყრიან. 

პროდუქტთან ერთად, გაიზარდა საწვავის ფასიც. თვენახევრის განმავლობაში, არა ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი, საშუალოდ, 30 თეთრით, ბრენდირებულ სადგურებზე - 5-8 თეთრით გაიზარდა. საწავავზე ფასის მატება მძღოლების უმრავლესობას მძიმე ტვირთად დააწვა .

ფასების ზრდას წლის ბოლომდე პროგნოზირებენ ექსპერტები და ამბობენ, რომ მოსახლეობის შემოსავლების კლების გარეშე, ფასების ზრდა ასე თვალში საცემი და მტკივნეული არ იქნებოდა. 

როგორც "საზოგადოება, ბანკები და ფინანსები" იუწყება, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მაისის თვის მონაცემების თანახმად, კორონავირუსის გამო, საქართველოში სამსახური 78 ათასზე მეტმა ადამიანმა დაკარგა. შედეგად, ფასების ზრდისა და შემოსავლების კლების პარალელურად, ინფლაციის წნეხის აღქმა მოსახლეობის ჯიბეზე ერთი-ორად გაიზრდება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი