POSTV ბოლო რეიტინგით კიდევ უფრო ჩამოქვეითდა და 1,94% აქვს- ერთი თვის მონაცემები

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" პროპაგანდის მანქანა შალვა რამიშვილის გადარჩენას ამჯერად სატელევიზიო რეიტინგების მანიპულირებით ცდილობს. მას შემდეგ რომ POSTV-მ განცხადება გააკეთა და ე.წ. თავდასხმის მიზეზად "მზარდი რეიტინგი" დაასახელა, იგივე, ზუსტად ერთ საათში გაიმეორა ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.  

მისი მტკიცებით, შალვა რამიშვილისა და ტელეკომპანია ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის უკან ერთადერთი მიზეზი იმალება- რამიშვილის ტელევიზიამ "მთავარ არხს" რეიტინგში გაუსწრო. 

თუმცა რეალობა სხვაგვარია:  

20-26 თებერვლის მონაცემებით "მთავარი არხი 11,29%-ით მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ სახელისუფლებო "იმედი"' უსწრებს, ხოლო POSTV მე-9 ადგილზეა 2,13%-ით.

27 თებერვალი-5 მარტის ჩათვლით პერიოდი: "მთავარი არხი" [მეორე ადგილი] 11,13%-ით, POSTV 2,21%-ით მე-8 ადგილი;

6 მარტი-12 მარტი - "მთავარი არხი" 12,77% [მეორე ადგილი];  POSTV 2.18%-ით მე-8 ადგილი

13 მარტი-19 მარტი - "მთავარი არხი" 12,77%  - POSTV 2,29%;

გასული კვირის მონაცემებით კი [19 მარტიდან]  "მთავარი არხი" ისევ მეორე ადგილზეა 13,6%-ით, ხოლო POSTV კიდევ უფრო ჩამოქვეითებულია და მე-9 ადგილზეა 1,94%-ით. 

ინფორმაციისთვის, საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს ორი მთვლელი ითვლის. ერთ-ერთია "ტრი-მედია-ინტელიჯენსი", რომელიც სატელევიზიო რეიტინგებს სახელისუფლებო მედიებისთვის -"იმედის", POSTV-ს, "მაესტროსა" და GDS-ისთვის ითვლის. 

თავად რეიტინგების მზომიც აფილირებულია სახელისუფლებო გუნდთან.

მეორე კი არის "თი-ვი-ემ-არ საქართველო"- საერთაშორისო კომპანია "ნილსენის" ლიცენზირებული წარმომადგენელი საქართველოში. ეს მთვლელი რეიტინგებს ზემოთ ჩამოთვლილი სახელისუფლებო არხებისა და ოპოზიციური მედიისთვის - "მთავარი არხის",  "ფორმულას" , "ტვ პირველისა" და "კავკასიითვის" ზომავს.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი