"მთავარი არხი" 10,75% - POSTV 2,16% - რეალური რეიტინგი და პასუხი პროპაგანდისტებს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ მთავარ პროპაგანდისტს ხელს აფარებს და არაფრის გამოძიებას არ აპირებს. იმის მიუხედავად, რომ შალვა რამიშვილის მისამართით არსებობს არაერთი მტკიცებულებებით გამყარებული ბრალდებები და არსებობს არაერთი მსხვერპლი, ამ მძიმე ბრალდებებით და პროპაგანდისტის პასუხისგებაში მიცემით არც ერთი საგამოძიებო უწყება არ დაინტერესებულა. 

POSTV-ში ამტკიცებენ, რომ მათ რეიტინგულობის გამო ებრძვიან. რამიშვილის ტელევიზიაში ჰგონიათ, რომ "მთავარი არხს" გადაასწრეს და ახლა თავდასხმებიც სწორედ ამას უკავშირდება.

პროპაგანდისტების ამ  განცხადებებს იმეორებს და ეთანხმება "ქართული ოცნება" - POSTV-ის რეიტინგმა, რაც დაუჯერებელი იყო რამდენიმე თვის წინ გაასწრო მთავარი არხის - ამტკიცებს მდინარაძე მამუკა.

სინამდვილეში, დამოუკიდებელი მთვლელის მონაცემებით, "მთავარი არხი" 10,75%-ით, სახელისუფლებო "იმედის" შემდეგ, მეორე ადგილზეა, ხოლო POSTV 2%-ით მერვე ადგილზეა. 

მონაცემები 27 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი