ოზურგეთში ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა, - ინფორმაციას და ფოტომასალას "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დააზიანებულია 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი ქარის გამო ასევე დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები სენაკსა და ბათუმში. ასევე ქობულეთში მანქანას ხე დაეცა ტრანსპორტში მყოფი ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა.
იხილეთ ასევე: