მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე, პოლონელ ექიმებს ვიზიტზე გამართული მოთხოვნა არ წარმოუდგენიათ - ურთქმელიძე

გამოქვეყნდა:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მალხაზ ურთქმელიძე კვლავ ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ექიმების მითითებებს არ ასრულებს და არც მედიკამენტებს იღებს. 

"მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ ასრულებს ექიმების მიერ გაცემულ სამკურნალო რეკომენდაციებს, უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე, პარენტერალურ კვებაზე და სამედიცინო მანიპულაციებზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, გაითვალისწინოს ექიმების მოთხოვნა და შეასრულოს მათ მიერ მიწოდებული დანიშნულება",- ამბობს ურთქმელიძე. 

ურთქმელიძე ამავე განცხადებაში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის საკითხზეც აკეთებს კომენტარს. 

"აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ დრომდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, სრულყოფილი, გამართული მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის",- ამბობს ის. 

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროში ამ დრომდე ამბობენ, რომ პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, რომ მოწვეულმა ექიმმა უმკურნალოს მიხეილ სააკაშვილს, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ პოლონელმა ექიმებმა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი