არ შემოსულა არც სააკაშვილის, არც ოჯახის განცხადება, რომლითაც გვთხოვდნენ უცხოელი ექიმების ჩართვას - ბრეგაძე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ დეზინფორმაციაა განცხადებები, რომ სახელმწიფო არ უშვებს პოლონელ ექიმებს მესამე პრეზიდენტთან. მისი თქმით, უწყებაში არ შესულა არც მიხეილ სააკაშვილის და არც მისი ოჯახის წევრების მხრიდან განცხადება, რომლითაც ისინი მოითხოვდნენ მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვას. 

ბრეგაძე ისევ იმეორებს, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის არცერთი უფლება დარღვეული არ ყოფილა.

"სამი დღის წინ, კიდევ დამატებით განვმარტეთ, რომ ჩვენი შეთავაზება ძალაშია და სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩაერთოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. დღეს მთავრობის სხდომაზე წამოსვლამდე 13:00 საათის მდგომარეობით, კიდევ ერთხელ გადავამოწმე, ამ დროისთვის, ვგულისხმობ პირველ საათს, არ ყოფილა შემოსული არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რაიმე განცხადება, რომლის მიხედვითაც გვთხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართულიყვნენ უცხოელი ექიმები. 

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო როგორც უშუალოდ მსჯავრდებულ სააკაშვილს, ასევე, მისი ოჯახის წევრებს, და საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით განვმარტო, რომ სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს ადგილზე, კლინიკა ვივა მედში, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელი ექიმთა სიას და ამ შემთხვევაში ჩვენ ვუშუამდგომლებთ მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა ამ ექიმებმა გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რათა მიიღონ საექიმო საქმიანობის ნებართვა და შეძლონ შემდგომში მსჯავრდებული სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვა", - თქვა ბრეგაძემ. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი