მედიკოსების პროტესტი გრძელდება. რესპუბლიკური კლინიკის ექიმები მეოთხე დღეა ითხოვენ პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას, ასევე მოქმედი დირექტორის ზაზა ავალიანის გადადგომას.
დღეს ექიმებმა კიდევ ერთი მოთხოვნა წამოაყენეს და დირექტორად გიორგი დუნდუას დანიშვნა მოითხოვეს, თუმცა ყველა ეს მოთხოვნა ჯერჯერობით ხელისუფლების მხრიდან რეაგირების გარეშე რჩება.
ექიმების პროტესტის მიუხედავად კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
ვნებათაღელვა კი რესპუბლიკურში მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გხადა რომ ხელისუფლებას კლინიკის დანგრევა აქვს გადაწყვეტილი. ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს რომ უმუშევარი არავინ დარჩება და რესპუბლიკურის ადგილზე ახალი კლინიკა აშენდება, თუმცა დეტალებს აღარ ასაჯაროებს.