წალენჯიხაში ტურინის "იუვენტუსის" ბავშვთა საფეხბურთო აკადემია გაიხსნება 

გამოქვეყნდა:

წალენჯიხაში "იუვენტუსის" საფეხბურთო აკადემია გაიხსნება. ხელშეკრულებას ტურინში მოეწერა ხელი. პროექტის ინიციატორი პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძეა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ტურინში ასევე იმყოფებიან წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია.

ახლახანს დავამთავრეთ ხელმოწერის ცერემონია მსოფლიო და ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბთან, "იუვენტუსთან" და ამით ოფიციალურად გაფორმდა კონტრაქტი. წალენჯიხაში უკვე დაიწყო "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემიის ფუნქციონირება. უახლოეს ხანში დავამთავრებთ სტადიონისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას.

რაც ყველაზე სასიხარულოა, წალენჯიხელ და არამარტო წალენჯიხელ ბავშვებს მიეცემათ საშუალება, ძალიან დიდ ფეხბურთს ეზიარონ, იმოგზაურონ, შეხვდნენ თავიანთ თანატოლებს... ასეთი კლუბი "იუვენტუსს" აქვს 90 ქალაქში და სწორედ იმ ჩემპიონატებში მიიღებენ მონაწილეობას... ჩვენი, "იუვენტუსის" მეგობრები და მწვრთნელები სისტემატურად იქნებიან ჩართული მათ აღზრდაში და მინდა, წარმატება ვუსურვო ყველას, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გულშემატკივრობა გამოხატა. წარმატება წალენჯიხას, წარმატება საქართველოს!, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ცნობილი ხდება, რომ ხელმოწერის შემდეგ წალენჯიხაში ოფიციალურად დაიწყებს ოპერირებას აკადემია, რომელიც მსოფლიო აღიარებული საფეხბურთო გრანდის ნაწილი იქნება. 

ამ დროისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, პროექტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, მზადდება საერთაშორისო დონის საფეხბურთო მოედანი, ეწყობა შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა ბავშვთა აკადემიისთვის.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი