"პლაკატები განთავსებული იყო მეტროსადგურის მიმდებარედ... კომპანია მოახდენს რეაგირებას" | სატრანსპორტო

გამოქვეყნდა:

მეტროსადგურებში პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს. წერს, რომ პლაკატები თბილისის მეტროს არცერთ სადგურში არ განთავსებულა და კომპანიის მხრიდან არანაირი ნებართვა არ გაცემულა. 

მათივე ინფორმაციით, პლაკეტები განთავსებული იყო რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარედ და მიწისქვეშა გადასასვლელებში. 

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, თბილისის მეტროსადგურებში საინფორმაციო პლაკატები განთავსდა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თბილისის მეტროს არცერთ სადგურში პლაკატები არ განთავსებულა და კომპანიის მხრიდანაც არ გაცემულა არანაირი ნებართვა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მკაცრად აკონტროლებს მსგავს ფაქტებს და რეაგირებს ოპერატიულად.

რაც შეეხება პლაკატებს, განთავსებული იყო რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და მიწისქვეშა გადასასვლელებში.

აღნიშნულ ფაქტზე კომპანია მოახდენს რეაგირებას, ჩამოიხსნება პლაკატები და ტერიტორიები მოწესრიგდება.

გვინდა შევახსენოთ ყველას, დედაქალაქის ქუჩებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში პლაკატების განთავსება არის კანონდარღვევა და მსგავსი ფაქტის ჩამდენი პირები კანონის შესაბამისად ისჯებიან" - წერია განცხადებაში.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი