"ნებართვა არ ყოფილა გაცემული" - კალაძე მეტროში გაკრულ სიძულვილის შემცველ ბანერებზე

გამოქვეყნდა:

სიძულვილის შემცველი ბანერები თბილისში - ამჯერად  გაურკვეველმა პირებმა ოპოზიციის მიმართ ცილისმწამებლური შინაარსის  პლაკატები მეტროში გააკრეს, ისე რომ ხელი მათთვის არავის შეუშლია. 

კახი კალაძე ამტკიცებს, რომ მეტროს ჩასასვლელში  ბანერის გაკვრაზე ნებართვა არ გაუცია. როგორ გაჩნდა სიძულვილის ბანერები საჯარო სივრცეში, რომელსაც 24 საათის განმავლობაში კამერები აკონტროლებს, არც პოლიციამ იცის.

"ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული და ვერ იქნებოდა, შესაბამისად, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს რომ ძალიან ხშირად ხდება დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩებზე სხვადასხვა სახის პლაკატების გაკვრა, რაც შეიძლება იყოს კანონსაწინააღმდეგო, ამას ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება ხოლმე რეაგირება" აცხადებს კალაძე და ამტკიცებს , რომ მერიის სამსახურები სიძულვილის შემცველ ბანერებს ჩამოხსნიან. 

ავტორი: საბა ბუაძე 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი