მასშტაბური ხანძარი თბილისის ისტორიულ ცენტრში. ანჩისხატის ტაძრის მეზობლად მდებარე სასტუმრო კომპლექსი ამბასადორი თითქმის ერთი საათის განმავლობაში იწვოდა. ცეცხლი შენობის ზედა სართულებზე გავრცელდა. წინასწარი ინფორმაციით შენობის ორი სართულია დამწვარი და მსხვერპლი არ არის.
უკვე ვრცელდება პირველი ინფორმაცია ხანძრის შესაძლო მიზეზებზე. სოციალურ ქსელში მყისიერად გავრცელდა ახალგაზრდა კაცის ვიდეოკადრები, რომელიც ალმოდებული სასტუმროს აივანზე პრაქტიკულად შიშველი იდგა და ყურადღების მიპყრობას ცდილობდა. არსებობს ვერსია, რომ ამ მამაკაცმა კაზინოში სოლიდური თანხის წაგების შემდეგ ცეცხლი გააჩინა. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ეს პირი განყოფილებაში გადაიყვანა, თუმცა ეს არაოფიციალური ცნობაა.