"ამბასადორში" გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია | შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

სასტუმრო "ამბასადორში" არსებულ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.

"თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.

მეხანძრე-მაშველები ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

"ამ დროისთვის, ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო 16 სახანძრო ეკიპაჟი, მეხანძრე-მაშველების სწრაფმა და ოპერატიულმა მოქმედებამ მოგვცა საშუალება, რომ დროულად მომხდარიყო ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ უკვე - ლიკვიდაცია. იყო ცეცხლის გვერდზე მდგომ შენობებზე გადასვლის საფრთხე, რაც მეხანძრე-მაშველებმა აღკვეთეს", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, - წერია განცხადებაში.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი