სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმი, თენგიზ წულაძე ამბობს, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით როდესაც ახსენებენ დამძიმებას, მთავარს, რასაც გულისხმობენ წონაა.
წულაძე ასევე აღნიშნავს, რომ პარენტერალური კვება, რაზეც აპელირებენ, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში გამოსავალი არ არის. ახლა მნიშვნელოვანი გამოსავალია "ენტერალური, ჩვეულებრივი კვება", რაზეც წულაძის თქმით, "ვივამედის" ექიმებსაც ესაუბრა.
"წონაა ძალაინ მნიშვნელოვანი ახლა და მერე წონას მოჰყვება ყველაფერი. შეიძლება წაიქცეს და მოტეხილობა მიიღოს ადვილად. იმიტომ, რომ წონა რომ მცირდება, ძვლების წონა და სიმკვრივეც მცირდება. ამასობაში წონა რომ მცირდება და სულ დაწოლილია, ფილტვების ემბოლიზმის და ფილტვის ინფარქტისა და უეცარი სიკვდილის რისკიც მატულობს. მთელი ჩამონათვალია გართულბებებისა, რომელიც შესაძლებელია, განვითარდეს",- ამბობს წულაძე.
ასევე წულაძის თქმით, კიდევ უფრო მეტად გამოიხატა კახექსიის მდგომარეობა და სისუსტე. ამასთან მისი თქმით, მესამე პრეზიდენტმა წონა კიდევ დაიკლო და 1 თვეში დაახლოებით 4 კილოგრამი დაიკლო და ახლა 63 კილოგრამია.
ამავე თემაზე: