"ამ ქვეყანაში ოდესღაც უნდა დასრულდეს ქალების მიმართ ძალადობა" | ლევან იოსელიანი ქალთა სოლიდარობის მარშს შეუერთდა

გამოქვეყნდა:

"ამ ქვეყანაში ოდესღაც უნდა დასრულდეს ქალების მიმართ ძალადობა" - ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საუბრობს, რომელიც ცოტა ხნის წინ ქალთა სოლიდარობის მარშს შეუერთდა. 

ჩემთვის ძალიან მნშვნელოვანია, ვუთხრა საზოგადოებას, რომ ნებისმიერი ფორმა, ნებისმიერი აქცია, რომელიც არის სოლიდარული ქალების მიმართ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ქალების მიმართ ძალადობას, მე ასეთ ყველა აქციას შევუერთდები, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ოდესღაც უნდა დასრულდეს ქალების მიმართ ძალადობა, უნდა დასრულდეს მათი შევიწროება და ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პრიორიტეტული, - ამბობს იოსელიანი. 

მისი თქმით, მან უკვე მოუწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, "წინასწარ ეჭვქვეშ ნუ დააყენებენ შესაძლო სავარაუდო მსხვერპლი ქალების განცადებებს, იმიტომ რომ ამან შეიძლება წაახალისოს ძალადობა და ამას ვიმეორებ დღესაც".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი