რაჭაში ამ წუთებისთვის გადაკეტილია ონთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, გარესამყაროს მოწყვეტილია 2000-მდე ადამიანი, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ისე ტურისტები.
მოთხრილია 100-წლოვანი ხეები, რომლებიც რიონის კალაპოტს მოჰყვება. მდინარე რიონი რეკორდულად არის ადიდებული
"მთავარი" მივიდა ბოლო წერტილამდე, სადაც მანქანით მისვლა არის შესაძლებელი. ამ ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და სამართალდამცველები, რომლებიც დაზიანებულ გზაზე არც მედიის წარმომადგენლებს და არც სხვა ადამიანებს არ უშვებენ.
შეგახსენებთ, რომ წყალუხვი და გადაუღებელი წვიმების შედეგად რაჭაში ადიდდა მდინარეები, რომლებმაც ხის და რკინის კონსტრუქციის ხიდები წაიღო, დააზიანა გზები და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. გარესამყაროს მოწყვეტილია 12 სოფელი.