"ალეკო [ელისაშვილი] არის ჩემი ბიძა... ეს ხელისშემშლელი არ იქნება" | ლევან იოსელიანის ახალი მოადგილე

გამოქვეყნდა:

საქართველოს ახლადარჩეული ომბუდსმენის მოადგილე, ნათია ჯულაყიძე ამბობს, რომ მას ელისაშვილის დისშვილობა უხერხულობას არ უქმნის და მისთვის ხელისშემშლელ ფაქტორს არ წარმოადგენს. 

"კი ნამდვილად, ჩემსა და ალეკო ელისაშვილს შორის ნათესაური კავშირია. ალეკო არის ჩემი ბიძა, ეს იცის ყველამ, არავისთვის უცხო არ არის, ვინც ჩვენ გვიცნობს, მკითხეს კიდეც, ხომ არ შეიძლება ხელის შემშლელი იყოსო და ვერანაირად ვერ იქნება არც ნეპოტიზმი არ არის, რადგან ალეკო არ არის სახალხო დამცველი, სახალხო დამცველი არის ლევანი.

შემიშლის თუ არა ხელს მომავალში არანაირად, რადგან რაც არ უნდა უცნაური და უხერხული განცხადება გააკეთოს ალეკომ ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, იმედი მაქვს რომ არ გააკეთებს, ერთ-ერთი პირველი ვიქნები ვინც ამაზე კრიტიკულ პოზიციას დააფიქსირებს ასე, რომ არანაირად  ხელისშემშლელი არ იქნება.

საზოგადოება მე მგონი ძალიან სწორად გაიგებს, ამას აჩვენებს პროცესი, როგორც კი განცხადებები 
გაკეთდება ჩვენგან პირველი და როგორც კი საზოგადოება დაინახავს ჩვენს აქტივობებს და განცხადებებს, მარტივად დარწმუნდებიან, რომ არანაირი დამოუკიდებლობის ირგვლივ კითხვის ნიშანი არ იარსებებს" - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა დღეს ახალი მოადგილეები წარადგინა, რომელთა შორის ერთ-ერთი, ნათია ჯულუყიძე "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დისშვილია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი