"ლესტერიდან" ლონდონის "ჩელსიმდე" - ბენ ჩილუელი კლუბის შეცვლას გეგმავს

გამოქვეყნდა:

როგორც ბრიტანული გამოცემა The Mirror იტყობინება, ბენ ჩილუელი ამ კვირაში შეატყობინებს "ლესტერს", რომ გუნდის დატოვება და "ჩელსიში" გადასვლა სურს. თავის მხრივ, ლონდონის "ჩელსი" ფეხბურთელის შესაძენად მზადაა.

ჩილუელს "ლესტერთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, მისი ფასი კი 50 მილიონი ფუნტი სტერლინგის ფარგლებში მერყეობს. ჩილუელი "ლესტერის" ძირითად გუნდში 2015 წლიდან თამაშობს, ის "ლესტერ სითის" აკადემიის აღზრდილია. 2015-2016 წლების სეზონში კი მცირე ხნით "ჰადერსფილდ თაუნში" იყო განათხოვრებული.

2018 წლის შემდეგ, მან ინგლისის ნაკრებში 11 შეხვედრა ჩაატარა.

 

ავტორი: ერეკლე მენაბდე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი