გოგა ბითაძის "ინდიანა" წინასასეზონო შეხვედრაში "სან ანტონიოსთან" 111-118 დამარცხდა

გამოქვეყნდა:

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის განახლებამდე 2 დღე რჩება და გუნდებმა ბოლო  საკონტროლო მატჩები გამართეს. გოგა ბითაძის "ინდიანა" "სან ანტონიოსთან" 111-118 დამარცხდა. თავად ბითაძე გუნდს, წინასასეზონო შეხვედრებში, მუხლის ტრავმის გამო ვერ დაეხმარა. მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია.

რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესოები რუდი გეი და კელდონ ჯონსონი გახდნენ, შესაბამისად 23 და 21 ქულით, ხოლო დამარცხებულთაგან ორმაგი დუბლით მაილზ თერნერი და თიჯეი მაქქონელი გამოირჩნენ. "ინდიანას" ცენტრმა თერნერმა 17 ქულას 10 მოხსნა დაუმატა, ხოლო უკანახაზელმა მაქქონელმა 14 ქულასთან ერთად 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია კორონავირუსის გამო ოთხთვიანი იძულებითი შეჩერების შემდეგ, სტარტს 31 ივლისს ორლანდოს DISNEY WORLD-ში აიღებს. ინდიანა პირველ მატჩს 2 აგვისტოს 03:00 საათზე, ფილადელფიას წინააღმდეგ გამართავს.

 

ავტორი: ერეკლე მენაბდე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი