იტალიის სერია A-ში ორი შეხვედრა გაიმართა - ცენტრალურ შეხვედრაში "ინტერმა" "ნაპოლი" დანილო დ,ამბროსიოსა და ლაუტარო მარტინესის გოლებით 2-0 დაამარცხა. "ატალანტამ" კი გასვლაზე "პარმა" 2-1 დაამარცხა და თავისი შთამბეჭდავი სეზონი შთამბეჭდავი დასკვინითი ნაწილით გააგრძელა.
პირველი ტაიმის მიწურულს, "პარმა" თავისმა ამომავალმა ვარსკვლავმა დეიან კულუშევსკიმ დააწინაურა, 20 წლის ფეხბურთელმა სეზონში თავისი მეათე გოლი გაიტანა. "ატალანტა" 70 წუთის განვალობაში მდევრის როლში იყო, მაგრამ ბერგამოელებმა ბოლო ოც წუთში უკრაინელი რუსლან მალინოვსკისა და არგენტინელი ალეხანდრო გომესის გოლებით გამარჯვება მაინც შეძლეს. "ატალანტა" ამ გამარჯვებით კვლავ ინარჩუნებს მეორე ადგილის შანსს.
ბოლო დასკვნით ტურში ისინი ტურის ცენტრალურ მატჩში მილანის "ინტერს" მიიღებენ. ოცდამეჩვიდმეტე ტური დღეს გაგრძელდება და დარჩენილი რვა შეხვედრა გაიმართება. მთავარი ინტრიგა ისაა, ვინ მოიპოვებს "ევროპა ლიგის" საგზურს და რომელი გუნდი იქნება მესამე "სპალისა" და "ბრეშიას" შემდეგ, ვინც სერია A-ს დატოვებს, ლეჩე თუ ჯენოა?!
ავტორი: ერეკლე მენაბდე