ჭავჭავაძის გამზირი სამი ღამით ისევ დაიკეტება

გამოქვეყნდა:

30 ივლისიდან, ჭავჭავაძის გამზირი სამი ღამით ისევ დაიკეტება - თბილისის მერის განცხადებით, გამზირის რეაბილიტაცია უკვე ბოლო ეტაპზეა. უახლოესი სამი ღამის განმავლობაში კი, ღამის 12-დან დილის 4 საათამდე, ვარაზის ხევიდან წერეთელი-თამარაშვილის ქუჩებამდე მოქალაქეები ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

კახა კალაძე განმარტავს, რომ დროის ამ მონაკვეთში, გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ივარჯიშებენ. 

მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე მომრავლებული ინციდენტები მძღოლების დაბნეულობის ბრალი უფროა, ვიდრე მოძრაობის ახალი სისტემის.

კახა კალაძემ დღეს ისიც თქვა, რომ თბილისის მერია, ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით, ხშირად იღებს კომპლიმენტებს ქუსლიანი ფეხსაცმლით მოსიარულე ქალებისგან. 

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის 30 მაისს დაიწყო. სამუშაოების დასრულების ვადად თავდაპირველად სამი თვე განისაზღვრა და გამზირის ნაწილობრივ გახსნა 16 სექტემბერს დაანონსდა, თუმცა რეაბილიტაცია 1 წელზე მეტი გაგრძელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი