ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს ქუსლიანი ფეხსაცმლით მოსიარულე ქალბატონებისგან - თბილისის მერი

გამოქვეყნდა:

თბილისის მერმა დღევანდელ სხდომაზე განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე ისაუბრა. კახა კალაძე შესრულებულ სამუშაოებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ რეაბილიტირებული გამზირი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქვეითად მოსიარულე პირებზეა მორგებული.

ჭავჭავაძის გამზირი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით, სადაც ძალიან სასიამოვნოა გადაადგილება და ძალიან ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით, ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება, - აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე განმარტა, რომ 30 ივლისიდან, სამი ღამის განმავლობაში, 12-დან 4 საათამდე, ვარაზისხევიდან - წერეთლისა და თამარაშვილის ქუჩებამდე, ჭავჭავაძის გამზირი კვლავ ჩაიკეტება, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებმა სატესტო რეჟიმში გაიარონ აღნიშნული მონაკვეთი.  

თბილისის მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე მოხშირებული ავარიები მძღოლების დაბნეულობის ბრალია და არა მოძრაობის ახალი სისტემის. შეგახსენებთ, რომ ბოლო ინციდენტი ჭავჭავაძეზე 21 ივლისს მოხდა, როცა მანქანა ბორდიურზე ავარდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი