"გასროლა და მოხვედრა ერთი იყო" - მარტის აქციაზე დაშავებული მოქალაქე 

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის საწინააღმდეგო მარტის აქციაზე დაშავებული ზაზა ბირიაშვილი გია ვოლსკის განცხადებას გამოეხმაურა. ზაზა ბირიაშვილმა თქვა, რომ აქციაზე დაშავდა და ამის დამადასტურებელი ვიდეო და ფოტომასალა არსებობს.

საუბარია "ოცნების" დეპუტატის გია ვოლსკის კომენტარზე, რომ დაშავებულ ბირიაშვილთან დაკავშირებით, "გარკვეული კითხვები არსებობს". 

"ვოლსკიმ თქვა, რომ კითხვებია დასასმელი. მოვიდნენ და დამისვან კითხვები. კაციშვილი არ მოსულა და არავის დაუსვამს კითხვები მთავრობიდან. კი, ფაქტია, რომ [აქციაზე მომხვდა სპეცრაზმის მიერ ნასროლი] ბრმა ხომ არ მივიდოდი აქციაზე. მაგას ვერ ვიტყვი გამიზნული იყო თუ არა, მე გვერდულად ვიდექი და ზევიდან გამოისროლეს. გასროლა და მოხვედრა ერთი იყო. და რა მომხვდა და რა გაისროლეს არ ვიცი. მემგონი კვამლს რომ უშვებს [ცრემლსადენი გაზი] მემგონი ეგ, არ ვიცი",- ამბობს ზაზა ბირიაშვილი, აქციაზე დაშავებული მოქალაქე. 

შეგახსენებთ, რომ ზაზა ბირიაშვილს, რომელმაც მარტის აქციაზე თვალში მხედველობა დაკარგა, დაზარალებულის სტატუსი ისევ არ აქვს. ოჯახის წევრებისა და ადვოკატის განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ საყურადღებოა და ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა სჭირდება. ბირიაშვილს 7 მარტს აქციაზე სავარაუდოდ, მხუთავი აირის ბალონი მოხვდა თვალში.

იხილეთ გია ვოლსკის კომენტარი:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი