თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა. მათივე ინფორმაციით, მეტროს გაჩერება ტექნიკურმა შეფერხებამ გამოიწვია.
"თბილისის მეტროს პირველ ხაზზე აღდგა მატარებლების მოძრაობა
თბილისის მეტროს პირველი ხაზზე (ახმეტელის თეატრი - ვარკეთილი) აღდგა მატარებლების მოძრაობა და ყველა სადგური გაიხსნა მგზავრებისთვის
შეგახსენებთ, რომ მეტროს პირველ ხაზზე, მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერებული იყო მატარებლების მოძრაობა.
სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებმა დროულად გამოასწორეს ხარვეზი და პირველი ხაზი ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს" - წერია განცხადებაში
იხილეთ ასევე:
პირველ ხაზზე მეტროს მუშაობა დროებით შეჩერებულია