კევინ გარნეტი "მინესოტა ტიმბერვულვზის" შეძენას გეგმავს

გამოქვეყნდა:

ინვესტორების ჯგუფი, რომელსაც გარნეტი წარმოადგენს და რომელშიც შედიან ორი მილიარდერი კალიფორნიიდან და ერთი მილიარდერი ფლორიდიდან, მინესოტას საკალათბურთო გუნდის შეძენას ცდილობს.

მინესოტას მფლობელი გლენ ტეილორი გუნდის მილიარდ ორას მილიონ დოლარად გაყიდვას აპირებს. გარნეტის ჯგუფის მიერ გუნდის ყიდვის შემთხვევაში, კალათბურთელი გუნდში 200 მილიონ დოლარს ჩადებს და მთავარ მწვრთნელთან ერთად გენერალურ მენეჯერსაც თავად დანიშნავს.

გუნდის ყიდვის შემთხვევაში ახალი მფლობელების ხელში მოხვდება ასევე ქალთა გუნდი მინესოტა ლინქსი. კევინ გარნეტი 1995 წლის დრაფტზე პირველ რაუნდში მეხუთე ნომრად სწორედ მინესოტა ტიმბერვულვზმა აირჩია და მან მინესოტას შემადგენლობაში 12 წელი გაატარა.

 

ავტორი: ერეკლე მენაბდე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი