არგენტინელი ფაკუნდო კამპაცო NBA-ში გადასვლას გეგმავს

გამოქვეყნდა:

არგენტინელი კალათბურთელი ფაკუნდო კამპაცო კარიერის გარძელებას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გეგმავს. როგორც ესპანელი ჟურნალისტი კარლოს სანჩეს ბლასი იტყობინება, ფაკუნდო კამპაცო მადრიდის რეალს დატოვებს და კარიერას ნაციონალურ საკალათბურთი ასოციაციაში განაგრძობს.

არგენტინელი უკანახაზელით დაინტერესებას მინესოტა ტიმბერვულვზი და დალას მავერიქსი გამოხატავენ. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ მადრიდის რეალი კამპაცოსგან კომპენსაციის სახით 6 მილიონ დოლარს მოითხოვს, თუ ის გუნდთან კონტრაქტს გაწყვეტს.

ფაკუნდო კამპაცომ კარიერა მშობლიურ პენიაროლში დაიწყო, 2014 წლიდან კი ის მადრიდის რეალის წევრია. 2015-2017 წლებში ორი წელი კი არენდით ესპანურ მურსიაში გაატარა. 2018 წელს მან მადრიდის რეალთან ერთად ევროლიგა მოიგო, ასევე 2019 წელს არგენტინის ნაკრებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლებს დაეუფლა. მისი სტატისტიკა მიმდინარე სეზონში მადრიდის რეალის შემადგენლობაში საკალათბურთო ევროლიგაზე 9.9 ქულა და 7.1 შედეგიანი გადაცემა იყო, ესპანეთის ჩემპიონატში კი 11.2 ქულა და 5 შედეგიანი გადაცემა.

 

ავტორი: ერეკლე მენაბდე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი